აშშ-მ ავღანეთში „მტკიცე მხარდაჭერის“ ფარგლებში,ნატო-ს კიდევ 1000 ჯარისკაცის გაგზავნა სთხოვა

აშშ-მ ავღანეთში „მტკიცე მხარდაჭერის“ ფარგლებში,ნატო-ს კიდევ 1000 ჯარისკაცის გაგზავნა სთხოვა

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ავღანეთში ალიანსის მისია „მტკიცე მხარდაჭერის“ ფარგლებში ნატო-ს კიდევ 1000 ჯარისკაცის გაგზავნა სთხოვა, - ამის შესახებ ნატო-ში ქვეყნის ახალმა მუდმივმა წარმომადგენელმა კეი ბეილი ჰაჩისონმა განაცხადა.

„აშშ-ს ახალი სტრატეგიის ფარგლებში, ავღანეთში მისიის გასაძლიერებლად გასაგზავნი სამხედროების საერთო რიცხვი 3000 ამერიკელ და ნატო-ს 1000 ჯარისკაცს შეადგენს“, - აღნიშნა მან.

მიმდინარე წლის აგვისტოში ნატო-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ ალიანსის წევრი ქვეყნები 2018 წლიდან ავღანეთში არასაბრძოლო მისიის რიცხოვნობის გაზრდაზე უკვე შეთანხმდნენ. ამჟამად ალიანსის წევრი ქვეყნების ინსტრუქტორების და მრჩეველების კონტინგენტი 12 000 ადამიანს შეადგენს.