სოფიო ქაცარავამ  ბელგიის დელეგაციასთან ორმხრივი შეხვედრა გამართა

სოფიო ქაცარავამ ბელგიის დელეგაციასთან ორმხრივი შეხვედრა გამართა

ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის საშემოდგომო სესიის ფარგლებში პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის ხელმძღვანელი სოფიო ქაცარავა ბელგიის საპარლამენტო დელეგაციის წევრებს შეხვდა.

შეხვედრის მთავარი თემა ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებას და სოფიო ქაცარავას ბრისულეში ვიზიტის დაგეგმვას შეეხებოდა. 

შეხვედრაზე მხარეებმა ევროინტეგრაციის გზაზე საქართველოში გატარებულ რეფორმებზე და აღმოსავლეთ პარტნიორობის ფარგლებში მიღწეულ შედეგებზე იმსჯელეს. 

ბელგიის დელეგაციის წევრმა სტეფან კრუსნიერმა საქართველოსა და ბელგიას შორის ეკონომიკურ კავშირებსა და მისი გაძლიერების აუცილებლობაზე ისაუბრა და 
მხარეები თანამშრომლობის შემდეგ ნაბიჯებზე შეთანხმდნენ. 

”ჩვენს ბელგიელ კოლეგებთან ერთად ვისაუბრეთ საპარლამენტო დიპლომატიის მნიშვნელობაზე, ეკონომიკის მიმართულებით თანამშრომლობასა და ჩვენს მიერ წარმატებით ჩატარებული ღონისძიების შესახებ, ასევე განვიხილეთ საქართველოს წინაშე მდგარი გამოწვევები- კონფლიქტისა და ადამიანის უფლებების საკითხები ” - განაცხადა სოფიო ქაცარავამ.