2006 წლის 1-ელ აპრილამდე აღებულ მართვის მოწმობებს იურიდიული ძალა ეკარგება

2006 წლის 1-ელ აპრილამდე აღებულ მართვის მოწმობებს იურიდიული ძალა ეკარგება

2006 წლის 1–ელ აპრილამდე აღებული მართვის მოწმობები იურიდიულ ძალას 2018 წლის 1–ელ იანვარს დაკარგავს. ამის შესახებ „კომერსანტს“ შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოში განუცხადეს. მათი ინფორმაციით, აღნიშნული ცვლილება 2014 წელს შევიდა, სადაც განსაზღვრულია:  2006 წლის 1–ელ აპრილამდე საქართველოში გაცემულ მართვის მოწმობებს იურიდიული ძალა შეუნარჩუნდებათ 2018 წლის 1 იანვრამდე.

გარდა ამისა, თუ მართვის მოწმობა 2006 წლის 1 აპრილიდან 2014 წლის 1 მარტამდეა გაცემული,  მას მოქმედების იურიდიული ძალა 2018 წლის 1 სექტემბრამდე შეუნარჩუნდება, შემდეგ კი განახლებას დაექვემდებარება.

მოქმედების ვადის ამოწურვის შემდგომ, მართვის მოწმობის შეცვლა მოხდება მართვის უფლების მისაღები გამოცდის ჩაბარების გარეშე, ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობის (ფორმა IV-100/ა) წარმოდგენის საფუძველზე.

სააგენტოს ინფორმაციით, მართვის მოწმობის შეცვლა სავალდებულო არ არის მისი მოქმედების ვადის გასვლამდე. მათივე ინფორმაციით, მართის მოწმობის განახლების ღირებულება 15 ლარი იქნება.