ევროკავშირი წევრად მხოლოდ ესპანეთს აღიარებს და თუ კატალონია დამოუკიდებელი გახდება, ის ვერ მიიღებს წევრობას

ევროკავშირი წევრად მხოლოდ ესპანეთს აღიარებს და თუ კატალონია დამოუკიდებელი გახდება, ის ვერ მიიღებს წევრობას

ევროკავშირი წევრად მხოლოდ ესპანეთს აღიარებს და თუ კატალონია დამოუკიდებელი გახდება, ის ვერ მიიღებს წევრობას ევროკავშირში, - ამის შესახებ ეკონომიკისა და ფინანსების საკითხებში ევროკომისარმა პიერ მოსკოვისიმ განაცხადა.

„წარმოვიდგინოთ, რომ კატალონიამ დამოუკიდებლობა მიიღო, ამ მომენტიდან დამოუკიდებელი კატალონია არ იქნება ევროკავშირის წევრი. ევროკავშირი მხოლოდ ერთ წევრ ქვეყანას იცნობს, ეს ესპანეთია“, - განაცხადა პიერ მოსკოვისიმ ფრანგულ ტელეარხ LCI-სთვის მიცემულ ინტერვიუში.

მან აღნიშნა, რომ ამჯერად კატალონიის დამოუკიდებლობა პოლიტიკური ფანტასტიკის სფეროს ეკუთვნის.

„აღნიშნული საკითხი ესპანელებმა უნდა გადაწყვიტონ. ეს რთული საკითხია, ვინაიდან ერთი მხრივ ქვეყნის ერთიანობა დგას, მეორე მხრივ პროტესტები, ხოლო თვითონ კატალონიაში მოსახლეობა გაყოფილია. ამ საკითხის გადაჭრა ფაქიზად უნდა მოხდეს. ძალადობის საკითხი განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს. მხოლოდ დიალოგის მეშვეობით შეგვიძლია კრიზისიდან გამოვიდეთ“, - დასძინა ევროკომისარმა.