კახა კალაძე:   ალეკო ელისაშვილი ნამდვილად არ არის ჩემი მთავარი კონკურენტი

კახა კალაძე: ალეკო ელისაშვილი ნამდვილად არ არის ჩემი მთავარი კონკურენტი

“ქართული ოცნების” თბილისის მერობის კანდიდატი კახა კალაძე დამოუკიდებელი კანდიდატის ალეკო ელისაშვილის გაცხადებას ეხმიანება და აცხადებს, რომ ელისაშვილს კონკურენტად არ მიიჩნევს.

,,დებატებში მონაწილეობის  პრობლემა “ქართულ ოცნებას” არ გააჩნია, ამის პრობლემა კახა კალაძეს არ გააჩნია. ალეკო ელისაშვილი ნამდვილად არ არის ჩემი მთავარი კონკურენტი - ჩემი მთავარი კონკურენტია ის პრობლემები, ის ტკივილი და წუხილი, რომელიც დღეს ქალაქს აწუხებს. მე მოვდივარ იმისთვის, რომ ვმართო ქალაქი და როგორც ნორმალურ, ცივილიზებულ ქვეყნებში ხდება - დებატები იქნება თუ სხვა მიმართულება, ჩვენ ყოველთვის მზად ვართ მივიღოთ მონაწილეობა”, - განაცხადა კახა კალაძემ.

ალეკო ელისაშვილი კახა კალაძეს ტელედებატებში კიდევ ერთხელ იწვევს.  სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ ვიდეომიმართვაში ის აცხადებს, რომ თუ კალაძე დათანხმდება ტელედებატებს, ის მზად არის ნებისმიერ სტადიონზე ფეხბურთი ეთამაშოს.