პრეზიდენტს 10 ოქტომბრამდე აქვს ვადა გადაწყვიტოს, საკონსტიტუციო ცვლილებებს აწერს ხელს თუ არა, ველოდებით ამ გადაწყვეტილებას

პრეზიდენტს 10 ოქტომბრამდე აქვს ვადა გადაწყვიტოს, საკონსტიტუციო ცვლილებებს აწერს ხელს თუ არა, ველოდებით ამ გადაწყვეტილებას

10 ოქტომბრამდე აქვს პრეზიდენტს ვადა იმისთვის, რომ გადაწყვიტოს, აწერს ხელს საკონსტიტუციო ცვლილებებს თუ არა და ველოდებით ამ გადაწყვეტილებას, - ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელიამ განაცხადა.

ბესელიას თქმით, გუშინდელი შეხვედრა პრეზიდენტთან იყო საქმიანი და კონსტრუქციული.

"ველოდებით ამ შეხვედრის შედეგებს. რა გადაწყვეტილებას მიიღებს პრეზიდენტი, ამაზეა დამოკიდებული ჩვენი შემდგომი გადაწყვეტილება ცვლილებებთან დაკავშირებით. მე ვფიქრობ, რომ ჩვენი მხრიდან ძალიან გონივრული შეთავაზება იყო გაკეთებული. ველოდებით პრეზიდენტის გადაწყვეტილებას. თუ ვსაუბრობთ სახელმწიფოებრივი ინტერესიდან გამომდინარე გადაწყვეტილებაზე, ვფიქრობთ, ჩვენ კიდევ ერთი ნაბიჯი გადავდგით კომპრომისისა და შეთანხმებისკენ", - განაცხადა ეკა ბესელიამ.

საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლები გუშინ საქართველოს პრეზიდენტს შეხვდნენ.

მმართველი უმრავლესობა ახალმიღებულ კონსტიტიციაში ცვლილებების განხორციელებას აპირებს, რომლის ფარგლებში ე.წ. ბონუსის სისტემის გაუქმება და 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის საარჩევნო ბლოკების დაშვება იგეგმება. “ქართული ოცნება“ პრეზიდენტს სთავაზობს, ვეტო საკონსტიტუციო ცვლილებებზე სწორედ ამ ორი საკითხის გათვალისწინებით გამოიყენოს.