ევროპაში ბუნებრივ გაზზე მოთხოვნა გაიზრდება, აზერბაიჯანი ევროპისთვის ერთადერთი ახალი ენერგეტიკული წყაროა

ევროპაში ბუნებრივ გაზზე მოთხოვნა გაიზრდება, აზერბაიჯანი ევროპისთვის ერთადერთი ახალი ენერგეტიკული წყაროა

აზერბაიჯანის პრეზიდენტის ილჰამ ალიევის განცხადებით, ევროპაში ბუნებრივ აირზე მოთხოვნა გაიზრდება, აზერბაიჯანი კი, ევროპისთვის ერთადერთი ახალი ენერგეტიკული წყაროა.

„ჩვენ ნავთობის, გაზისა და ელექტროენერგიის ექსპორტს სხვადასხვა მიმართულებებით ვახდენთ. ჩვენ შვიდი მილსადენი გვაქვს, სამი მილსადენით ნავთობის ტრანსპორტირებას ვახორციელებთ. ასევე გვაქვს ოთხი გაზსადენი, რომლის მეშვეობითაც გაზის ტრანსპორტირებას ვახდენთ ყველა მიმართულებით - საქართველოში, თურქეთში, ირანში და რუსეთში“, - განაცხადა ალიევმა ევროკავშირის საბჭოს პოლიტიკისა და უსაფრთხოების კომიტეტის დელეგაციასთან შეხვედრაზე.

ილჰამ ალიევის თქმით, ყველაზე მსხვილი გაზსადენი ბაქოდან იტალიამდე იქნება გაყვანილი, რომლის მშენებლობა გრძელდება.

„ჩვენ საჭირო სამუშაოები განვახორციელეთ თანამედროვე სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის შექმნისთვის. ჩვენი მარაგები ცნობილია, ბაზარი კი ჩამოყალიბებულია. ყველაზე მსხვილი ბაზარი ევროპაა, რომელსაც სულ უფრო და უფრო ექნება გაზზე მოთხოვნა. ევროპაში ბუნებრივ გაზზე მოთხოვნა გაიზრდება, ხოლო აზერბაიჯანი ევროპისთვის ერთადერთი ახალი ენერგეტიკული წყაროა“, - დასძინა აზერბაიჯანის პრეზიდენტმა.