უკრაინის უშიშროების სამსახურმა „ენ-ტე-ვეს“ ჟურნალისტი ვიაჩესლავ ნემიშევი ქვეყნიდან გააძევა

უკრაინის უშიშროების სამსახურმა „ენ-ტე-ვეს“ ჟურნალისტი ვიაჩესლავ ნემიშევი ქვეყნიდან გააძევა

უკრაინის უშიშროების სამსახურმა რუსული ტელეკომპანია „ენ-ტე-ვეს“ ჟურნალისტი ვიაჩესლავ ნემიშევი ქვეყნიდან გააძევა. ამის შესახებ უკრაინის უშიშროების სამსახურის პრესცენტრი იუწყება.

„უკრაინის ეროვნული ინტერესების საწინააღმდეგო ქმედებების გამო, შესაბამისი პროცესუალური ზომების გატარების შემდეგ, 5 ოქტომბერს ნემიშევი იძულებით დავაბრუნეთ რუსეთის ფედერაციაში“, - განაცხადეს უწყებაში.

რუს ჟურნალისტს უკრაინაში შესვლა 3 წლით აეკრძალა.

სამართალდამცავი ორგანოების ინფორმაციით, ნემიშევი 4 ოქტომბერს კიევის პოლიციამ წვრილმან დანაშაულზე დააკავა. ვინაობის დადგენის პროცესში მას „დონეცკის სახალხო რესპუბლიკის“ ე.წ. საინფორმაციო პოლიტიკის სამინისტროს აკრედიტაცია აღმოაჩნდა, რის შემდეგაც საქმეში უკრაინის უშიშროების სამსახურის თანამშრომლები ჩაერთვნენ.