რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, „ჯებჰათ ან-ნუსრას“ ლიდერი კომაშია

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, „ჯებჰათ ან-ნუსრას“ ლიდერი კომაშია

ტერორისტული ორგანიზაცია „ჯებჰათ ან-ნუსრას“ ლიდერი, აბუ მუჰამედ ალ-ჯულანი რუსული სამხედრო საჰაერო ძალების მიერ სირიაში განხორციელებული დარტყმის შედეგად კომაშია, - ამის შესახებ რუსეთის თავდაცვის სამინისტრო იუწყება.

„გასული დღე-ღამის განმავლობაში თავდაცვის სამინისტრო აგრძელებდა სპეციალურ ზომებს „ჯებჰათ ან-ნუსრას“ ტერორისტების ლიკვიდაციის მიზნით. არსებული ინფორმაციით, „ჯებჰათ ან-ნუსრას“ მეთაურობის განადგურებამ და ორგანიზაციის ლიდერის, აბუ მუჰამედ ალ-ჯულანის კომაში ჩავარდნამ იდლიბის პროვინციაში მყოფ ტერორისტებს შორის დაბნეულობა გამოიწვია“, - განაცხადეს უწყებაში.

გარდა ამისა, ავიაციამ დაჯგუფების უმსხვილესი არსენალი გაანადგურა, სადაც ათას ტონაზე მეტი საბრძოლო მასალა ინახებოდა.

რუსეთის სამხედრო საჰაერო ძალებმა სირიაში ასევე „ჯებჰათ ან-ნუსრას“ 49 „ბოევიკი“ გაანადგურა.