იმედი მაქვს, ასამბლეა კომიტეტის რეკომენდაციას გაითვალისწინებს - წულუკიანი

იმედი მაქვს, ასამბლეა კომიტეტის რეკომენდაციას გაითვალისწინებს - წულუკიანი

„მიუხედავად ბევრი კრიტიკისა და  სტრასბურგში საქართველოდან გაგზავნილი  არაერთი კრიტიკული  მოსაზრებისა, ფაქტი ფაქტად რჩება, რომ  ქვეყნის შიგნით ჩატარებული პროცედურისადმი არ დასმულა არასდროს შეკითხვები", -ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა განაცხადა.

მისივე თქმიტ, ფაქტია ის, რომ  სხვა ქვეყნებისგან განსხვავებით, საქართველოში უნიკალურ მოდელი შეიქმნა შიდა ეროვნული საკონკურსე კომისიის, რომელშიც მონაწილეობს არასამთავრობო სექტორი, ადვოკატები, მონაწილეობს ომბუდსმენი, რაც სხვა წევრ სახელმწიფოებში არ ხდება.

"პროცედურა ამჯერადაც იყო შესაბამისი კონვენციის მოთხოვნებთან, ასე ჩათვალა კომიტეტმა და ასევე, ფაქტია, რომ კომიტეტმა მოიწონა ქვეყნიდან გაგზავნილი  სამპირიანი სია. დღეს უკვე შევიტყვეთ ის, რომ რეკომენდაცია გაეწია ლადო ჭანტურიას, რომელმაც კომიტეტში  დამსწრე წევრების უმრავლესობა მოიპოვა და მოწონება დაიმსახურა. ამით მეორე ეტაპი დასრულდა და ვიწყებთ მესამე ეტაპს.

მესამე ეტაპი, როგორც გვაცნობებენ,  გაიმართება  მომავალ კვირებში,  სადაც უკვე  საპარლამენტთაშორისო ასამბლეამ კენჭი უნდა უყაროს სამპირიან სიას და შეარჩიოს მათ შორის საუკეთესო კანდიდატი. მე იმედი მაქვს, რომ ასამბლეა კომიტეტის რეკომენდაციას გაითვალისწინებს“, - აცხადებს იუსტიციის მინისტრი.