არანაირი კომპრომისების დაშვება ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესების ხარჯზე არ მოხდება

არანაირი კომპრომისების დაშვება ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესების ხარჯზე არ მოხდება

ჩვენი საგარეო კურსი არის მტკიცე და მიმართულია დასავლურ ოჯახში ინტეგრაციისკენ, - ასე ეხმაურება საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი არჩილ თალაკვაძე ოკუპირებულ აფხაზეთში სირიის საპარლამენტო დელეგაციის ჩასვლას.

"აფხაზეთთან და სამაჩაბლოსთან დაკავშირებით მინდა გავიმეორო ჩვენი გუნდის პოზიცია. ჩვენი საგარეო კურსი არის მტკიცე და მიმართულია დასავლურ ოჯახში ინტეგრაციისკენ. ევროატლანტიკური სივრცე არის სივრცე, სადაც ჩვენ წარმოგვიდგენია ჩვენი ქვეყნის მომავალი განვითარება. არანაირი კომპრომისების დაშვება ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესების ხარჯზე არ მოხდება. აფხაზეთი დღეს არის ოკუპირებული რუსეთის მიერ. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ჩვენი აფხაზი ძმები იმსახურებენ განვითარების შესაძლებლობებს, უკეთეს სოციალურ და ეკონომიკურ მდგომარეობას, ამის ნაცვლად ჩვენ ვხედავთ მხოლოდ სამხედრო რიტორიკას და გვესმის მხოლოდ იარაღის ჟღარუნი. ჩვენ გავაგრძელებთ საერთაშორისო მხარდაჭერის მობილიზაციას ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისთვის და გავაგრძელებთ საქართველოს განვითარების მომენტს იმ პროცენტამდე, სანამ არ მოხდება ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა", - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.