პრეზიდენტს საბოლოო გადაწყვეტილება არ გაუხმოვანებია, თუმცა ვთანხმდებით, რომ ორ საკითხზე კონსენსუსია

პრეზიდენტს საბოლოო გადაწყვეტილება არ გაუხმოვანებია, თუმცა ვთანხმდებით, რომ ორ საკითხზე კონსენსუსია

პრეზიდენტს დღეს საბოლოო გადაწყვეტილება არ გაუხმოვანებია, თუმცა ყველანი ვთანხმდებით, რომ ვენეციის კომისიასთან შეთანხმებულ ორ საკითხზე კონსენსუსია და სადავო საკითხები არ არსებობს, - ამის შესახებ ფრაქცია "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ საქართველოს პრეზიდენტთან შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.

"ახლა ჯერი პრეზიდენტზეა. საკითხი დგას ასე - გადაწყვეტს თუ არა, რომ ეს ორი საკითხი ასახოს თავის შენიშვნებში. იმ შემთხვევაში, თუ ეს კონსენსუსი არ იქნა გათვალისწინებული, ჩვენ ბუნებრივია, ვიფიქრებთ ვეტოს დაძლევაზე", - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

მისივე ინფორმაციით, პრეზიდენტმა განაცხადა, რომ რამდენიმე დღეში გაახმოვანებს საბოლოო გადაწყვეტილებას; ასევე, არ უთქვამს, რომ ეს დაკავშირებულია ვენეციის კომისიის საბოლოო დასკვნასთან.