პრეზიდენტის მხრიდან არ დააკლდება მცდელობები, რომ პოზიციები უფრო მეტად დაახლოებული იყოს

პრეზიდენტის მხრიდან არ დააკლდება მცდელობები, რომ პოზიციები უფრო მეტად დაახლოებული იყოს

ძალიან საინტერესო და კონსტრუქციული საუბარი შედგა საქართველოს პრეზიდენტსა და საპარლამენტო უმრავლესობას შორის, - ამის შესახებ პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა გიორგი აბაშიშვილმა შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

მან არ გამორიცხა, რომ დღევანდელი კონსტრუქციული შეხვედრის შემდეგ, საჭიროების შემთხვევაში, მმართველ გუნდთან შეხვედრა კვლავ შედგეს.

"ძალიან საინტერესო და კონსტრუქციული საუბარი შედგა საქართველოს პრეზიდენტსა და საპარლამენტო უმრავლესობას შორის. ცხადია, შეხვედრაზე საუბარი შეეხებოდა იმ ორ საკითხს, რომელიც დაკავშირებულია საკონსტიტუციო ცვლილებებთან და საზოგადოებამ უკვე კარგად იცის. საკონსტიტუციო საკითხებხე საქართველოს პრეზიდენტი აგრძელებს კონსულტაციებს ყველა პოლიტიკურ ძალასთან, მათ შორის ცხადია, მივუბრუნდებით ამ საკითხებსაც მომავალში", - განაცხადა გიორგი აბაშიშვილმა.

მისივე თქმით, პრეზიდენტისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საკონსტიტუციო საკითხებზე კონსენსუსის უზრუნველყოფა, პოზიციების დაახლოება, შესაბამისად, "უახლოეს დღეებში პრეზიდენტის და მისი გუნდის მხრიდან არ დააკლდება მცდელობები იმ მოქმედებებს, რომ უფრო მეტად იყოს დაახლოებული პოზიციები".

"საჭიროების შემთხვევაში შეხვედრა შედგება ყველასთან, მათ შორის მმართველ პოლიტიკურ გუნდთან. დღევანდელი კონსტრუქციული შეხვედრის შემდგომ ცხადია, კომუნიკაცია გრძელდება აღნიშნულ საკითხებზე", - განაცხადა გიორგი აბაშიშვილმა.