პრეზიდენტი ეთანხმება, რომ ვენეციის კომისიასთან შეთანხმებული ორი საკითხი კონსტიტუციაში დროულად აისახოს

პრეზიდენტი ეთანხმება, რომ ვენეციის კომისიასთან შეთანხმებული ორი საკითხი კონსტიტუციაში დროულად აისახოს

პრეზიდენტი ეთანხმება იმას, რომ ვენეციის კომისიასთან შეთანხმებული ორი საკითხი კონსტიტუციაში დროულად აისახოს, - ამის შესახებ  საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ ჟურნალისტებს პრეზიდენტთან შეხვედრის დასრულების შემდეგ განუცხადა.

"ძალიან საინტერესო შეხვედრა შედგა საქართველოს პრეზიდენტთან. ჩვენ განვიხილეთ ახალი კონსტიტუცია და მასთან დაკავშირებული საკითხები. პრეზიდენტი ხედავს იმ პოზიტიურ ცვლილებებს, რომელიც საკონსტიტუციო რეფორმის შედეგად განხორციელდა, ასევე, ეთანხმება, რომ ის ორი საკითხი, რომელზეც ვენეციის კომისიასთანაც შეთანხმება მიღწეულია, საჭიროა, დროულად განხორციელდეს. ჩვენ დაველოდებით უკვე მისგან საბოლოო გადაწყვეტილებას, რომელიც უახლოეს პერიოდში იქნება მიღწეული",- განაცხადა თალაკვაძემ.

პრეზიდენტის ადმინისტრაციაში საქართველოს პრეზიდენტისა და საპარლამენტო უმრავლესობის წევრების შეხვედრა გაიმართა. შეხვედრა კონსტიტუციის ახალ რედაქციაში ვენეციის კომისიასთან შეთანხმებულ საკითხებს შეეხო.