ვლადიმერ პუტინს ჯერ არ გადაუწყვეტია, წამოაყენებს თუ არა თავის კანდიდატურას 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე

ვლადიმერ პუტინს ჯერ არ გადაუწყვეტია, წამოაყენებს თუ არა თავის კანდიდატურას 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი მიიჩნევს, რომ დეკემბრისთვის რუსეთის ყველა საპრეზიდენტო კანდიდატი თავის პროგრამას გამოაცხადებს, თუმცა მას ჯერ არ გადაუწყვეტია, წამოაყენებს თუ არა თავის კანდიდატურას 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე.

„მე ჯერ არ გადამიწყვეტია, საერთოდ წამოვაყენებ თუ არა ჩემს კანდიდატურას“, - განაცხადა ვლადიმერ პუტინმა „რუსეთის ენერგეტიკულ კვირეულზე“ სიტყვით გამოსვლისას.

რუსეთის კანონმდებლობის შესაბამისად, ნოემბრის ბოლოს-დეკემბრის დასაწყისში საპრეზიდენტო არჩევნებისთვის საარჩევნო კამპანია უნდა დაიწყოს.

„ვფიქრობ, ამ დროისთვის ძირითადი პრეტენდენტები საჯაროდ გამოაცხადებენ თავიანთ კანდიდატურას და საარჩევნო პროგრამას წარმოადგენენ“, - დასძინა მან.