ვლადიმერ პუტინი აცხადებს, რომ რუსეთის წინააღმდეგ შემოღებული სანქციები არაკეთილსინდისიერი კონკურენციისთვის გამოიყენება

ვლადიმერ პუტინი აცხადებს, რომ რუსეთის წინააღმდეგ შემოღებული სანქციები არაკეთილსინდისიერი კონკურენციისთვის გამოიყენება

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი აცხადებს, რომ რუსეთის წინააღმდეგ შემოღებული სანქციები არაკეთილსინდისიერი კონკურენციისთვის გამოიყენება და მსოფლიო ეკონომიკას ვნებს. ამის შესახებ „ტასი“ წერს.

„რიგი შეზღუდვები - ცალმხრივი ფინანსური და ე.წ. სექტორალური სანქციები ენერგეტიკაში - ჩვენი ზოგიერთი პარტნიორების მიერ პირდაპირ გამოიყენება არაკეთილსინდისიერი კონკურენციისთვის“, - განაცხადა პუტინმა.

მისი თქმით, სანქციები „საკუთარი ინტერესების და ენერგორესურსების გატარებისთვის გამოიყენება, მიუხედავად მათი არაკონკურენტუნარიანობის“.

„მსგავსი ნაბიჯებით გამოწვეული ნეგატიური ეფექტი ნათელია მთელი მსოფლიო ეკონომიკისა და ენერგეტიკისთვის“, - აღნიშნა რუსეთის პრეზიდენტმა.