„ისლამური სახელმწიფოსა“ და სხვა ტერორისტული ორგანიზაციების მეთაურები ახალი მსოფლიო ტერორისტული ქსელის შექმნას ისახავენ მიზნად

„ისლამური სახელმწიფოსა“ და სხვა ტერორისტული ორგანიზაციების მეთაურები ახალი მსოფლიო ტერორისტული ქსელის შექმნას ისახავენ მიზნად

რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის დირექტორმა ალექსანდრე ბორტნიკოვმა განაცხადა, რომ „ისლამური სახელმწიფოსა“ და სხვა ტერორისტული ორგანიზაციების მეთაურები ახალი მსოფლიო ტერორისტული ქსელის შექმნას ისახავენ ამოცანად.

„მას შემდეგ, რაც სირიაში და ერაყში ხალიფატის მშენებლობის იდეამ მარცხი განიცადა, „ისლამური სახელმწიფოსა“ და მასთან დაკავშირებული საერთაშორისო ტერორისტული ორგანიზაციების მეთაურებმა გლობალურ სტრატეგიულ ამოცანად ახალი მსოფლიო ტერორისტული ქსელის შექმნა დაისახეს“, - განაცხადა რუსეთის უშიშროების სამსახურის დირექტორმა.

მან აღნიშნა, რომ მიმდინარე წელს ტერორისტულ თავდასხმებს ასობით ადამიანი ემსხვერპლა მსოფლიოს მასშტაბით.

„ამჟამად საერთაშორისო ტერორისტული ორგანიზაციების ლიდერები არსებული ძალებისა და საშუალებების გადანაწილებას ახორციელებენ. ისინი მიზანმიმართულად ცდილობენ თავი დაიმკვიდრონ არასტაბილურ რეგიონებში, რათა დაძაბულობისა და შეიარაღებული კონფლიქტების ახალი კერები გააჩინონ“, - განმარტა ალექსანდრე ბორტნიკოვმა.