პარლამენტის იურიდიურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია სტრასბურგის სასამართლოში საქართველოდან ასარჩევი მოსამართლის არჩევის საკითხს გამოეხმაურა.
“შესაბამისი კომიტეტის სხდომას მეც ვესწრებოდი. კომიტეტმა პირველ რიგში, მოიწონა სია, რომელიც საქართველოს მთავრობამ წარადგინა. კომიტეტის უმრავლესობამ ხმა, რეკომენდაცია ბატონ ლადო ჭანტურიას მისცა. სია უკვე გაგზავნილი იქნება ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეისთვის. 9 ოქტომბრის სასესიო კვირაში დაიწყება კენჭისყრა ასამბლეაზე, ჩვენს მიერ წარდგენილი კანდიდატების მიმართ. კომიტეტის გადაწყვეტილება და მისი რეკომენდაციაც ასევე გაეგზავნება ასამბლეის ბიუროს და ბუნებრივია, ეცნობება საპარლამენტო ასამბლეას“, - განუცხადა ჟურნალისტებს ეკა ბესელიამ.
ევროსაბჭოს კომიტეტზე გასაუბრების შედეგები დღეს უნდა გამოქვეყნდეს. გასაუბრება ლადო ჭანტურიამ, ლალი ფაფიაშვილმა და ოთარ სიჭნავამ გაიარეს.