ხვალიდან საქართველოში გამოიდარებს. როგორც „ინტერპრესნიუსს“ გარემოს ეროვნული სააგენტოს ჰიდრომეტეოროლოგიური პროგნოზების სამსახურის უფროსმა სვეტლანა ნიორაძემ განუცხადა, ამაღამ აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში წვიმა და ნისლი შენარჩუნდება, მაღალმთაში – ზოგან მოთოვს. ხვალიდან კი საქართველოს მთელს ტერიტორიაზე გამოიდარებს, მათ შორის უნალექო ამინდია მოსალოდნელი თბილისშიც.
ხვალ დასავლეთ საქართველოს დაბლობში დღისით ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა 25 გრადუსი იქნება, აღმოსავლეთ საქართველოს ბარში – 15–20 გრადუსი; თბილისში – 14 გრადუსი.
6–7 ოქტომბერს საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ზემო იმერეთსა და კოლხეთის დაბლობზე დროგამოშვებით იქროლებს ძლიერი ქარი, რომლის სიჩქარე 17–22 მეტრი წამში იქნება.
6 ოქტომბერს დასავლეთ საქართველოს დაბლობში დღისით ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა 23–28 გრადუსი იქნება, აღმოსავლეთ საქართველოს ბარში – 16–21 გრადუსი; თბილისში – 17 გრადუსი.
7 ოქტომბერს დასავლეთ საქართველოს დაბლობში დღისით ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა 30 გრადუსამდე მოიმატებს, აღმოსავლეთ საქართველოს ბარში 25 გრადუსი იქნება, თბილისში კი, 19 გრადუსი.