პირველად გურჯაანში ღვინის ფესტივალი გაიმართება!

პირველად გურჯაანში ღვინის ფესტივალი გაიმართება!

6 ოქტომბერი, გურჯაანი, „ახტალა“, 13:00-17:00 საათი

ქართული ღვინის კვირეული კახეთში სწორედ გურჯაანში აიღებს სტარტს და წარმოდგენილი იქნება, როგორც გლეხის მიერ ქვევრში დაყენებული, ასევე 50-ზე მეტი დიდი და მცირე მარნების მიერ წარმოებული ღვინო.

გურჯაანის ღვინის ფესტივალი 2017-ის სტუმრებს შესაძლებლობა გექნებათ:

დააგემოვნოთ საუკეთესო კახური ღვინო და შეიძინოთ ხელმისაწვდომ ფასად;

მიიღოთ მონაწილეობა ხელნაკეთი, შემოქმედებითი და თემატური ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვაში, ეთნოგრაფიულ ექსპოზიციებში,

დაათვალიეროთ თქვენთვის შექმნილი მოსავლის საშემოდგომო და ქართული ღვინის ღვინის ისტორიის პავილიონები;

მოისმინოთ არაჩვეულებრივი კახური მრავალჟამიერი, სხვა ფოლკლორული სიმღერები და იხილოთ ეროვნული ქორეოგრაფიული ნომრები;

მიიღოთ მონაწილეობა სახალისო გათამაშებაში და მოიგოთ სპეციალურად გურჯაანის ღვინის ფესტივალი 2017-ის მიერ დაწესებული საჩუქრები;

გურჯაანის ღვინის ფესტივალი 2017-ის მხარდამჭერია ღვინის ეროვნული სააგენტო, საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრო და ხორციელდება გურჯაანის მაჟორიტარი დეპუტატის დავით სონღულაშვილის პატრონაჟით.

გურჯაანის ღვინის ფესტივალი 2017-ის მიზანია ღვინის ტურიზმის განვითარების ხელშეწყობა, ღვინის კულტურისა და ქართული ტრადიციების გაცნობა როგორც უცხოელი, ასევე ქართული საზოგადოებისთვის.