„პატრიოტთა ალიანსთან“ აფხაზეთის გავლით რკინიგზის ფუნქციონირებისა და წინაპართა საფლავების მონახულების საკითხები განვიხილეთ

„პატრიოტთა ალიანსთან“ აფხაზეთის გავლით რკინიგზის ფუნქციონირებისა და წინაპართა საფლავების მონახულების საკითხები განვიხილეთ

რუსმა და ქართველმა დეპუტატებმა რუსეთის პარლამენტში გამართულ შეხვედრაზე ჰუმანიტარული თანამშრომლობის საკითხები განიხილეს, - ამის შესახებ „რია ნოვოსტის“ რუსეთის პარლამენტის დსთ-ს საქმეთა კომიტეტის ხელმძღვანელმა ლეონიდ კალაშნიკოვმა განაცხადა.

მისი თქმით, კერძოდ, საუბარი შეეხო: აფხაზეთის გავლით რკინიგზის ფუნქციონირებას, საგანგებო სიტუაციების სამინისტროს ხაზით კონტაქტების დამყარებას და წინაპართა საფლავების მონახულებას.

ბოლო სამი თვის მანძილზე ეს „პატრიოტთა ალიანსის“ მოსკოვში მეორე ვიზიტია.

„შეხვედრაზე ჩვენ რიგი საკითხები განვიხილეთ, რომლებიც გადაწყვეტას საჭიროებს. ეს ჰუმანიტარული თანამშრომლობის სფეროს ეხება. ჩვენ ვიმსჯელეთ როგორც ზოგადად რუსეთ-საქართველოს ორმხრივი ურთიერთობების აღდგენაზე, ისე კონკრეტულად რკინიგზის ფუნქციონირებაზე ან საგანგებო სიტუაციების სამინისტროს მუშაობაზე“, - განაცხადა კალაშნიკოვმა.

მისი თქმით, ზაფხულის ხანძრებმა საქართველოს დიდი ზარალი მიაყენეს, მაგრამ ქართულმა ხელისუფლებამ რუსეთის დახმარებაზე უარი თქვა.

„რატომღაც საქართველოს პოლიტიკურმა ხელმძღვანელობამ უარის თქმა გადაწყვიტა, მაგრამ რუსეთში „ბორჯომის“ შეტანაზე ისინი უარს არ ამბობენ. ნუთუ მათ საკუთარი ტყე არ ეცოდებათ? რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტროსა და ანალოგიური ქართული სამსახურს შორის კონტაქტები დიალოგის, სპეციალური არხის ან პროტოკოლის მეშვეობით უნდა ხორციელდებოდეს“, - აღნიშნა კალაშნიკოვმა.

მისი თქმით, წინაპართა საფლავების მონახულება ძალიან მგრძნობიარე საკითხია და მის გადასაწყვეტად ყველაფერი უნდა გაკეთდეს.