მიხეილ სააკაშვილის საქართველოსთვის გადაცემის საკითხზე უკრაინის გენპროკურატურის საექსტრადიციო შემოწმება რამდენიმე კვირა გაგრძელდება

მიხეილ სააკაშვილის საქართველოსთვის გადაცემის საკითხზე უკრაინის გენპროკურატურის საექსტრადიციო შემოწმება რამდენიმე კვირა გაგრძელდება

უკრაინის გენერალური პროკურატურის საექსტრადიციო შემოწმება მიხეილ სააკაშვილის საქართველოსთვის გადაცემის საკითხზე კიდევ რამდენიმე კვირა გაგრძელდება. ამის შესახებ გენერალურმა პროკურორმა იური ლუცენკომ ბრიფინზე განაცხადა.

„საექსტრადიციო შემოწმებამ უნდა დაადგინოს, ნამდვილად ედება თუ არა საქართველოში სააკაშვილს ბრალი მძიმე დანაშაულების ჩადენაში, რომლებიც უკრაინის სისხლის სამართლის კოდექსშიც არსებობს. ნათელია, რომ ამ კითხვაზე პასუხი იქნება დადებითი.

მეორე - არსებობს თუ არა გარემოებები, რომლებიც სააკაშვილის ექსტრადიციას უშლის ხელს. წინასწარი შეფასებით, მე ვთვლი, რომ ასეთი გარემოებები არსებობს. უკრაინის საზღვრის უკანონო გადმოკვეთის შემდეგ სააკაშვილმა საბუთები შეიტანა შსს-ს საიმიგრაციო სამსახურში, რაც, ჩვენი საერთაშორისო ვალდებულებების მიხედვით, მის ექსტრადიციას აფერხებს“, - განაცხადა ლუცენკომ.

მისი თქმით, ეს ყველაფერი გულდასმით შესწავლას საჭიროებს, რასაც კიდევ რამდენიმე კვირა დასჭირდება.