პრეზიდენტთან შეხვედრის სურვილი არაერთხელ გამოვთქვით - როგორც ჩანს, ეს შეხვედრა არ იმართება

პრეზიდენტთან შეხვედრის სურვილი არაერთხელ გამოვთქვით - როგორც ჩანს, ეს შეხვედრა არ იმართება

პრეზიდენტთან შეხვედრის სურვილი ჩვენ არაერთხელ გამოვთქვით - როგორც ჩანს, ეს შეხვედრა არ იმართება, - ამის შესახებ ჟურნალისტებს პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა თამარ ჩუგოშვილმა განუცხადა.

“მიზეზებს მე ვერ გეტყვით. ძალიან კარგი იქნებოდა პრეზიდენტს ორი შენიშვნა გაეთვალისწინებინა, რადგან ამ შემთხვევაში, ჩვენ ვეტოს დაძლევა არ დაგვჭირდებოდა და დოკუმენტში ორი მნიშვნელოვანი ცვლილება დაუყონებლივ შევიდოდა. მაგრამ თუკი არ შევა, არც ეს არის პრობლემა, რადგან როგორც კი საკონსტიუტიციო ცვლილებებს ხელი მოეწერება და გამოქვეყნებდა, ცვლილებების ინიცირებას განვახორციელებთ და მას აუცილებლად მივიღებთ“, - განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.

გარდა ამისა, ჩუგოშვილის შეფასებით, საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტზე ვენეციის კომისიის საბოლოო დასკვა, რომელსაც სესიაზე განიხილავენ, წინასწარი დოკუმენტის იდენტური იქნება.