ყველა პარტიას საკუთარი ხედვა აქვს, ფიქრობენ, რაც უფრო ხმაურიანი იქნება მათი არსებობა, მით უფრო მეტ ხმას მოიძიებენ

ყველა პარტიას საკუთარი ხედვა აქვს, ფიქრობენ, რაც უფრო ხმაურიანი იქნება მათი არსებობა, მით უფრო მეტ ხმას მოიძიებენ

ყველა პარტიას საკუთარი ხედვა აქვს როგორ მოიქცეს და ფიქრობენ, რომ რაც უფრო ხმაურიანი იქნება მათი არსებობა არჩევნებამდე, მით უფრო მეტ ხმას მოიძიებენ, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ პოლიტოლოგმა სოსო ცისკარიშვილმა, „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ საპროტესტო რეჟიმში გადასვლის შეფასებისას განუცხადა. როგორც მან აღნიშნა, შფოთი არჩევნებზე უფრო „ქართულ ოცნებას“ აწყობს. მისივე თქმით, არჩევნებზე უნდა გამოჩნდეს რამდენად სწორი იყო ამა თუ იმ პარტიის ქმედებები.

„ყველა პარტიას საკუთარი ხედვა აქვს როგორ მოიქცეს და ფიქრობენ, რომ რაც უფრო ხმაურიანი იქნება მათი არსებობა არჩევნებამდე, მით უფრო მეტ ხმას მოიძიებენ. რამდენად სამართლიანია ასეთი შეფასება, ამაზე პასუხის გამცემი დიდი ალბათობით, მხოლოდ არჩევნების დღე იქნება. ჯერჯერობით საუბარი იმაზე, რომ ასე უნდა მოიქცე და არა სხვაგვარად, განსხვავებული შეფასებების საგანი იქნება. თემა, რომელმაც გამოიწვია, ასეთი პროტესტის აზვირთება „ნაციონალურ მოძრაობაში“ არ არის მხოლოდ ამ პარტიის ქმედების საგანი. არ გამოვრიცხავ, რომ ჩვენი დედაქალაქის მოსახლეობის ნაწილი, ასეთ პროტესტს სრულიად აუცილებლად ჩათვლის და თბილისელების პატარა ჯგუფები სხვადასხვა სახით გამოხატავენ პროტესტს“, - განაცხადა ცისკარიშვილმა.

მისივე თქმით, პუშკინის სკვერისა და თაბორის მთის ტერიტორიის თემა, ბიძინა ივანიშვილის მიერ ჩაფიქრებული პროვოკაციული ქმედებაა, რომელიც აზიანებს ისეთ საკითხს, როგორიცაა მშვიდი საქართველო და მისი დედაქალაქი.

„რასაკვირველია, ჯობდა სიმშვიდეში ყოფილიყო შესაძლებლობა, რომ თბილისელებს აერჩიათ მერი, მაგრამ კატალიზატორი ასეთი, სრულიად მკაფიო საპროტესტო გამოსვლების უფრო მათ უნდა ჰქონოდათ, ვინც ასე უდროოდ და უსინდისოდ აპირებდნენ შეურცხყოფის მიყენებას თბილისელებისთვის. ფაქტია, რომ როგორც ჩანს, ან ივანიშვილი არ ენდობა კალაძეს და აქვს მიზეზი იფიქროს, რომ კალაძის მერად არჩევის შემდეგ, მისი მორიგი ხუშტური არ იქნებოდა დაკმაყოფილებული, ან პირიქით, სწორედ თბილისელთა უკმაყოფილება იყო მიზეზი ასეთი განცხადებების და შფოთი არჩევნებზე აწყობს უფრო „ქართულ ოცნებას“. ასეთი 1-ლარიანი მილიარდერის ჩაფიქრებული ქმედება, არის გარკვეული პროვოკაცია, რაც კვლავ ჩვენი ქვეყნის იმ საკითხებს დააზიანებდა, რასაც ჰქვია მშვიდი საქართველო, მშვიდი თბილისი“, - განაცხადა სოსო ცისკარიშვილმა.

თბილისის მერობის კანდიდატმა ზაალ უდუმაშვილმა განაცხადა, რომ „ნაციონალური მოძრაობა” საპროტესტო რეჟიმში გადადის. მისი თქმით, პარტია ყველაფერს გააკეთებს, რათა თბილისის მერიამ შეაჩეროს გადაწყვეტილება პუშკინის სკვერის და ბოტანიკური ბაღის ბიძინა ივანიშვილისთვის გადაცემის თაობაზე.