საქართველომ ეკონომიკური და პოლიტიკური თვალსაზრისით ძალიან მნიშვნელოვან შედეგებს მიაღწია

საქართველომ ეკონომიკური და პოლიტიკური თვალსაზრისით ძალიან მნიშვნელოვან შედეგებს მიაღწია

საქართველომ ძალიან მნიშვნელოვან შედეგებს მიაღწია, როგორც ეკონომიკური, ასევე პოლიტიკური თვალსაზრისით, - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ, დენიელ როზენბლუმმა ”ინტერპრესნიუსის” კითხვაზე პასუხისას განაცხადა.

„მე აქტიურად ვიყავი ჩართული 2008 წერლს საქართველოში რუსეთის შემოჭრის შემდგომ ძალისხმევაში, რათა მომხდარიყო ქვეყნის ეკონომიკის მშენებლობა. საქართველომ ძალიან მნიშვნელოვან შედეგებს მიაღწია, როგორც ეკონომიკური, ასევე პოლიტიკური თვალსაზრისით. მინდა გავიმეორო ის, რაც აქამდე ვთქვი: თითოეული ქვეყანა თავის გზას გამოძებნის“, - განაცხადა დენიელ როზენბლუმმა.