მინდა, ჩვენი გუნდის წევრებს მივმართო, ცოტა გავამხნევო ისინი, სიმართლე არის ჩვენ მხარეს, არაფერი გვაქვს თავის სამართლებელი

მინდა, ჩვენი გუნდის წევრებს მივმართო, ცოტა გავამხნევო ისინი, სიმართლე არის ჩვენ მხარეს, არაფერი გვაქვს თავის სამართლებელი

“ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაში მობრუნება გამორიცხულია, რადგან ხალხი ყველაფერს ხედავს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ტურიზმის თემაზე გამართულ შეხვედრაზე განაცხადა. 

მისივე თქმით, ყველაფერი იდეალური არ არის, ზოგჯერ არის ჩავარდნა, მაგრამ მიმართულება, რომელიც ხელისუფლებამ აიღო, არის სწორი.

"მინდა, ყველამ ნახოს ის ვიდეო, რომელიც 26 მაისის მერე ამბობდა, პოლიტიკოსების გვამების გატანის შემდეგ ნაგვისგან გაწმინდესო, რომლებსაც გუშინ მერის მოადგილიდან დაწყებული, პოლიციელებით დამთავრებული ასულიერებდნენ, პულსი გაქვს, შვილო, მომატებული, არ გახვიდე გარეთ, არ ინერვიულოო. ეს არის ჩვენი მთავრობის სახე და ეს ცვლილება მოიტანა ბიძინა ივანიშვილმა. ამიტომ არის, რომ ასე გააფთრებულები იბრძვიან, მაგრამ მათი მობრუნება გამორიცხულია,რადგან ხალხი ყველაფერს ხედავს. ჩვენც, პოლიტიკოსები უნდა ვეცადოთ, რომ ეს სიმართლე მაქსიმალურად დავანახოთ. ვიდრე მინისტრი გახდებოდა ქეთი ციხელაშვილი, მას ჰქონდა ხელშეკრულება საქართველოს მთავრობასთან. სამწუხაროდ, როდესაც ჟურნალისტები მივიდნენ რამდენიმე ადამიანთან, საკადრისი პასუხი არ იქნა გაცემული, არავის გაახსენდა ზღულაძე, მისი მეუღლე გლუკსმანი. მინდა, ჩვენი გუნდის წევრებს მივმართო, ცოტა გავამხნევო ისინი, სიმართლე არის ჩვენ მხარეს. ჩვენ არაფერი გვაქვს თავის სამართლებელი. ყველაფერი იდეალურად არ არის, ზოგჯერ ყველაფერი აღმავალია, ზოგჯერ არის ჩავარდნა, მაგრამ მიმართულება, რომელიც ჩვენმა ხელისუფლებამ აიღო, არის სწორი. ცოტა თამამად ვუთხრათ სიმართლე ჩვენს მოსახლეობას. ეს ადამიანი, ბიძინა ივანიშვილი არ იმსახურებს იმას, რასაც იღებს. ეს არის უდიდესი უსამართლობა და მინდა ვთქვა, რომ სიმართლე ყოველთვის თავისას გაიტანს. სიმართლე არის ერთი რამ - თბილისში კეთდება ისტორიული პროექტი, რომელიც შექმნის მართლაც ანალოგის არმქონე მწვანე სივრცეს, რომელიც ხელმისაწვდომი იქნება ყველასთვის. იქ არის სასეირნო ბილიკები, სარბენი ბილიკები, რეკრეაციული სივრცე და ამისთვის ჩვენ უარი ვთქვათ იმიტომ, რომ ნევროზიანი პოლიტიკოსების აზრი გავითვალისწინოთ, მე ამას არავითარ შემთხვევაში არ დავთანხმდები და ჩვენი გუნდის არც ერთი წევრი ამას არ დაეთანხმება", - განაცხადა პრემიერმა.