საქართველოს სჭირდება ინვესტიცია და რადგან საქმე ბიძინა ივანიშვილს ეხება, არ ამოვიღოთ ხმა, არ დავიცვათ ინვესტიცია, რადგან ხუთი ნევროზიანი პოლიტიკოსი გამოდის, აბრიალებს თვალებს და ყვირის?

საქართველოს სჭირდება ინვესტიცია და რადგან საქმე ბიძინა ივანიშვილს ეხება, არ ამოვიღოთ ხმა, არ დავიცვათ ინვესტიცია, რადგან ხუთი ნევროზიანი პოლიტიკოსი გამოდის, აბრიალებს თვალებს და ყვირის?

საქართველოს სჭირდება ინვესტიცია და არ არის სწორი, რომ რადგან საქმე ბიძინა ივანიშვილს ეხება, არ ამოვიღოთ ხმა და არ დავიცვათ ინვესტიცია, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ტურიზმის თემაზე გამართულ შეხვედრაზე განაცხადა.

როგორც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, ამ ინვესტიციებით 20 ათასი ადამიანი საქმდება თბილისში, გურიაში, სამეგრელოში, აჭარაში.

"680 მილიონ დოლარზე მეტია მთლიანად ინვესტიცია, ეს მილიარდ-ნახევარ ლარზე მეტია და რა ვქნათ, გავაჩეროთ ინვესტიცია, გადავკეტოთ ქალაქი, რადგან ხუთი ნევროზიანი პოლიტიკოსი გამოდის, აბრიალებს თვალებს და ყვირის", - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

მისივე თქმით, გაკოტრებული პოლიტიკოსები ცდილობენ, რაღაცით მიიპყრონ ყურადღება და მოიგონეს უსინდისო ტყუილები.

"ჯერ იყო და, თითქოს ვიყავით პრორუსები, ვერავინ დააჯერეს, რადგან ყველაზე დიდი წარმატება, რაც ამ მთავრობას ჰქონდა, არის პროდასავლურ მიმართულებაზე, ასოცირების შეთანხმებით დაწყებული თავისუფალი ვაჭრობით და შემდეგ ვიზალიბერალიზაციით დამთავრებული ეს წარმატება გრძელდება. აშშ-სთან სტრატეგიული თანამშრომლობის ხელშეკრულება გვაქვს და ამ ქვეყანასთან ურთიერთობა ასეთი ინტენსიური არასოდეს ყოფილა. დღეს გაკოტრდნენ და ვეღარაფერი გაუკეთებიათ, რაღაცით ხომ უნდა მიიპყრონ ყურადღება და მოიგონეს ეს ორი უსინდისო ტყუილი, მაგრამ ჩვენი მოსახლეობა ამას ხედავს. ჩვენი გუნდის წევრები, როდესაც შენ მართალი ხარ, ცოტა უფრო თამამად არის საჭირო ამ სიმართლის თქმა. არავის უნდა მოერიდოს, რომ ვთქვათ, რაზეა საუბარი. საუბარია მილიარდ ლარზე მეტ ინვესტიციაზე. ვფიქრობ, ჩვენ ინვესტორები გვჭირდება და რაკი ბიძინა ივანიშვილია, არ ამოვიღოთ ხმა და არ დავიცვათ ინვესტიცია, მე მგონი, ეს არასწორია", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.