ამ ადამიანებს პოლიტიკოსებსაც ვერ დავარქმევ, ისინი არიან წარსულის პოლიტიკოსები, გაკოტრებული ლიდერის მიმდევრები

ამ ადამიანებს პოლიტიკოსებსაც ვერ დავარქმევ, ისინი არიან წარსულის პოლიტიკოსები, გაკოტრებული ლიდერის მიმდევრები

არსებობს პოლიტიკური უსინდისობა, არსებობს ადამიანური უსინდისობა და არსებობს ყველაფერ ამის ზღვარი,- ასე გამოეხმაურ საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი "ნაციონალური მოძრაობის" მიერ თბილისის მერიასთან გუშინ გამართულ აქციას.

ამასთან, პრემიერ-მინისტრმა "ნაციონალური მოძრაობასა" და მათ ლიდერებს წარსულის პოლიტიკოსები, გაკოტრებული პარტიისა და გაკოტრებული ლიდერის მიმდევრები უწოდა.

"არ შემიძლია, არ გამოვეხმაურო იმ თემას, რასაც ვხედავდით გასული დღეების განმავლობაში. არ ვიცი, რა დავარქვა ამას. არსებობს პოლიტიკური უსინდისობა, არსებობს ადამიანური უსინდისობა და არებობს ზღვარი ყველაფერ ამის. რასაც ჩვენ ვხედავთ, ეს არის ყველაფერი ამ ზღვარს იქით გადასული.  ამ ადამიანებს პოლიტიკოსებსაც ვერ დავარქმევ, რადგან ისინი არიან აშკარად წარსულის პოლიტიკოსები, გაკოტრებული პარტიისა და გაკოტრებული ლიდერის მიმდევრები, რომლებიც ცდილობენ, ტყუილებით და უსინდისობით მიიპყრონ ყურადღება",-აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.

ამასთან, როგორც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, საჭიროა, საზოგადოებრივი წესრიგი უფრო კარგად იყოს დაცული.

"რამდენი ადამიანი იყო სულ, რომლებმაც მოინდომეს,  გზა გადაეკეტათ და 4-5 საათის განმავლობაში მოეხდინათ ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი ქუჩის პარალიზება. ვფიქრობ, საჭიროა, რომ საზოგადოებრივი წესრიგი უნდა დავიცვათ უფრო კარგად",-განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.