საქართველოს მთავარ პროკურატურაში სახალხო დამცველთან არსებულ რელიგიათა საბჭოს წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა

საქართველოს მთავარ პროკურატურაში სახალხო დამცველთან არსებულ რელიგიათა საბჭოს წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა

საქართველოს მთავარ პროკურატურაში სახალხო დამცველთან არსებულ რელიგიათა საბჭოს წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა. შეხვედრის ფარგლებში საქართველოს მთავარი პროკურატურის წარმომადგნელებმა რელიგიათა საბჭოს წევრებს რელიგიური შეუწყნარებლობის მოტივით ჩადენილი დანაშაულების შესახებ საქართველოს მთავარი პროკურატურის ადამიანის უფლებათა დაცვის სამმართველოს მიერ შემუშავებული რეკომენდაცია გააცნეს და აღნიშნული კატეგორიის დანაშაულთა საქმეებზე  2013-2017 წლებში  სისხლისსამართლებრივი დევნის  სტატისტიკური მონაცემების შესახებ მიაწოდეს ინფორმაცია. შეხვედრის მონაწილეებს ასევე მიეწოდათ ინფორმაცია სიძულვილით მოტივირებული, მათ შორის რელიგიური შეუწყნარებლობის ნიშნით ჩადენილი დანაშაულების შესახებ საქართველოს პროკურატურის თანამშრომლებისთვის განხორციელებული სასწავლო აქტივობების თაობაზე.  შეხვედრის მიზანს, საქართველოში არსებული რელიგიური კონფესიების წარმომადგენლებისთვის საქართველოს პროკურატურის მიერ განხორციელებული ღონისძიებების გაცნობა,  არსებულ გამოწვევებზე მსჯელობა და სამომავლო ურთიერთთანამშრომლობის გზების დასახვა წარმოადგენდა.