უკრაინის სახელმწიფო სასაზღვრო სამსახურმა იულია ტიმოშენკოს სააკაშვილთან ერთად საზღვრის უკანონო გადაკვეთისთვის, ადმინისტრაციული ოქმი ჩააბარა

უკრაინის სახელმწიფო სასაზღვრო სამსახურმა იულია ტიმოშენკოს სააკაშვილთან ერთად საზღვრის უკანონო გადაკვეთისთვის, ადმინისტრაციული ოქმი ჩააბარა

უკრაინის სახელმწიფო სასაზღვრო სამსახურმა პარტია „ბატკივშინას“ ლიდერს იულია ტიმოშენკოს 10 სექტემბერს სახელმწიფო საზღვრის უკანონო გადაკვეთისთვის ადმინისტრაციული ოქმი ჩააბარა, - ამის შესახებ „ინტერფაქს-უკრაინას“სახელმწიფო სასაზღვრო სამსახურის ხელმძღვანელის მოადგილემ ოლეგ სლობოდიანმა განუცხადა.

„დღეს სასაზღვრო სამსახურის თანამშრომლებმა ტიმოშენკოს 10 სექტემბერს სახელმწიფო საზღვრის უკანონო გადაკვეთისთვის ადმინისტრაციული ოქმი ჩააბარეს. იულია ტიმოშენკომდე ანალოგიური ოქმი უკრაინის პარლამენტის კიდევ ორმა დეპუტატმა მიიღო“, - აღნიშნა მან.

10 სექტემბერს საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, პარტია „ახალი ძალების“ ლიდერი, ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი უკრაინაში პოლონეთიდან ჩავიდა. მასთან ერთად იმყოფებოდნენ იულია ტიმოშენკო და უკრაინის რადას კიდევ რამდენიმე დეპუტატი.