ოკუპირებულ აფხაზეთში მოქმედი საქველმოქმედო მოძრაობა უძველეს ქრისტიანულ ტაძრებთან დაკავშირებით გაერო-ს და იუნესკო-ს მიმართავს

ოკუპირებულ აფხაზეთში მოქმედი საქველმოქმედო მოძრაობა უძველეს ქრისტიანულ ტაძრებთან დაკავშირებით გაერო-ს და იუნესკო-ს მიმართავს

ოკუპირებულ აფხაზეთში მოქმედი საქველმოქმედო მოძრაობა „აფხაზეთის კეთილი ნების ელჩები“ უძველეს ქრისტიანულ ტაძრებთან დაკავშირებით გაერო-ს და იუნესკო-ს მიმართავს. ამის შესახებ „სპუტნიკ-აბხაზია“ წერს.

„აფხაზეთის კეთილი ნების ელჩებმა“ გაერო-ს კეთილი ნების ელჩებისა და იუნესკო-ს ხელმძღვანელობისადმი ვიდეომიმართვა გაავრცელეს.

„ვიმედოვნებთ, რომ თქვენი დახმარებით იუნესკო და სხვა კომპეტენტური საერთაშორისო სტრუქტურები აფხაზეთის უნიკალური ტაძრების შენარჩუნების პრობლემას ყურადღებას მიაქცევენ“, - ნათქვამია მიმართვაში.

იუნესკო-სადმი მიმართვაში საქველმოქმედო მოძრაობის წარმომადგენლები აღნიშნავენ, რომ „აფხაზეთი კავკასიაში ქრისტიანობის აკვანია, ხოლო მისი ტაძრები საქართველოს გამანადგურებელი პოლიტიკის შედეგად სავალალო მდგომარეობაში აღმოჩნდა“.

„1992-1993 წლებში ქართულ-აფხაზური ომის დროს საქართველოს სახელმწიფო საბჭოს ჯარები ბარბაროსულად ანადგურებდნენ აფხაზური კულტურის ნიმუშებს, აფხაზი ერის უნიკალური რელიქვიები და არტეფაქტები გაჰქონდათ, უმოწყალოდ ბომბავდნენ ქრისტიანულ ტაძრებს და სიწმინდეებს“, - აღნიშნა ოკუპირებული რეგიონის დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ კან ტანიამ.