სტივენ პედოქს, რომელმაც ლას-ვეგასში მუსიკალური ფესტივალის მონაწილეების მისამართით ცეცხლი გახსნა, 42 ერთეული იარაღი აღმოუჩინეს

სტივენ პედოქს, რომელმაც ლას-ვეგასში მუსიკალური ფესტივალის მონაწილეების მისამართით ცეცხლი გახსნა, 42 ერთეული იარაღი აღმოუჩინეს

სტივენ პედოქს, რომელმაც გუშინ ლას-ვეგასში, სამორინეს მახლობლად მიმდინარე მუსიკალური ფესტივალის მონაწილეების მისამართით ცეცხლი გახსნა, 42 ერთეული იარაღი აღმოუჩინეს, - ამის შესახებ პოლიციის წარმომადგენელმა განაცხადა.

„სასტუმრო Mandalay Bay-ში ჩვენ ცეცხლსასროლი იარაღის 23 ერთეული იარაღი აღმოვაჩინეთ, კიდევ 19 კი მის სახლში ქალაქ მესკიტში“, - განაცხადა პოლიციის წარმომადგენელმა.

მან აღნიშნა, რომ 64 წლის პედოქს გამოძიება კვლავ ერთადერთ დამნაშავედ მიიჩნევს და ფიქრობს, რომ ის მარტო მოქმედებდა.

„ჩვენ ვიცით, რომ მედიასა და სოციალურ ქსელებში სხვადასხვა ჭორები დადის, მაგრამ ჩვენ არ ვფლობთ ისეთ ინფორმაციას, რომელიც ამ ჭორებს დაადასტურებდა“, - დასძინა პოლიციის ოფიცერმა.

ცნობილია, რომ ლას-ვეგასში მომხდარზე პასუხისმგებლობა დაჯგუფება „ისლამურმა სახელმწიფომ“ აიღო. ბოლო ინფორმაციით, სროლის შედეგად, 58 ადამიანი დაიღუპა და 515 დაშავდა.