პოლიციამ შარტავას ქუჩა აქციის მონაწილეებისგან გაათავისუფლა

პოლიციამ შარტავას ქუჩა აქციის მონაწილეებისგან გაათავისუფლა

ამ დროისთვის შარტავას ქუჩაზე საავტომობილო მოძრაობა გახსნილია. ქუჩაზე მოძრაობა მას შემდეგ აღდგა, რაც „ნაციონალური მოძრაობის“ აქციის მონაწილეებს გზის სავალი ნაწილი საპატრულო პოლიციამ ძალის გამოყენებით დაატოვებინა.

ამ დროისთვის პარტიის ლიდერები გზის მცირე მონაკვეთზე იმყოფებიან, თუმცა პოლიცია გზის გათავისუფლებისკენ მათაც მოუწოდებს. ამის გამო საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა მედიის წარმომადგენლებს „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებთან ინტერვიუების ჩაწერის საშუალება არ მისცეს.

„მოიპარეს, გაიტაცეს, ცემით ჩატენეს ჩვენი თანამშრომლები მანქანაში და ისე წაიყვანეს. ეს არის დღევანდელი ხელისუფლება“, - აღნიშნა აქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თბილისის მერობის კანდიდატმა ზაალ უდუმაშვილმა.