2018 წლის ბიუჯეტის პროექტით, საქართველოს ბიუჯეტის მოცულობა იზრდება

2018 წლის ბიუჯეტის პროექტით, საქართველოს ბიუჯეტის მოცულობა იზრდება

საქართველოს 2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტი პარლამენტის ბიუროს დღეს ოფიციალურად წარედგინა. დეპუტატებს საბიუჯეტო პარამეტრების თაობაზე ინფორმაცია ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, გიორგი კაკაურიძემ გააცნო. ბიუროს დღევანდელ სხდომაზე, საპარლამენტო კომიტეტებში ბიუჯეტის პროექტის განხილვის გრაფიკიც განისაზღვრა. 2018 წლის ბიუჯეტის პროექტით, საქართველოს ბიუჯეტის მოცულობა იზრდება და 12 მლრდ 298 მლნ ლარს შეადგენს.