კატალონიაში რეფერენდუმის დროს მომხდარი არეულობისას დაშავებულთა რიცხვი 893-მდე გაიზარდა

კატალონიაში რეფერენდუმის დროს მომხდარი არეულობისას დაშავებულთა რიცხვი 893-მდე გაიზარდა

კატალონიაში დამოუკიდებლობის შესახებ რეფერენდუმის ჩატარების დღეს მომხდარი არეულობების შედეგად დაშავებულთა რიცხვი 893-მდე გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაციას კატალონიის ჯანდაცვის დეპარტამენტი ავრცელებს.

კატალონიის ჯანდაცვის დეპარტამენტის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, „რეფერენდუმის ჩატარების დღეს პოლიციის ქმედებების შედეგად სამედიცინო დახმარებისთვის 893 ადამიანმა მიმართა საავადმყოფოებს“.

აღსანიშნავია, რომ აქამდე გავრცელებული ინფორმაციით, რეფერენდუმის 844 მონაწილე და 33 პოლიციელი იყო დაშვებული.

კატალონიაში რეფერენდუმი გუშინ ჩატარდა. ოფიციალური მადრიდი ამტკიცებს, რომ რეფერენდუმი კონსტუტიციას ეწინააღმდეგება. მთელი დღის განმავლობაში პოლიცია საარჩევნო უბნებს ხურავდა და ყუთების და ბიულეტენების კონფისკაციას ახდენდა.