რუსეთის უსაფრთხოების ფედერალურმა სამსახურმა ტერორისტული დაჯგუფების „ისლამური სახელმწიფოს“ წევრების დაკავების შესახებ განაცხადა.
უწყების ცნობით, დაკავებულები ხალხმრავალ ადგილებსა და სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის ობიექტებზე აფეთქებებს გეგმავდნენ.
სააგენტო „ტასის“ ცნობით, სპეცოპერაცია 30 სექტემბერს მოსკოვის რეგიონში ჩატარდა. დაკავებულების საცხოვრებელ ბინებში ჩხრეკის დროს ორი ხელნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილობა და იარაღი აღმოაჩინეს.
დაკავებულთა რაოდენობა არ გასაჯაროებულა. რუსეთის უსაფრთხოების ფედერალური სამსახურის ცნობით, ყველა მათგანი ჩრდილოკავკასიელია.