ნინო ლომჯარიამ გენერალური აუდიტორის მოადგილის თანამდებობა დატოვა

ნინო ლომჯარიამ გენერალური აუდიტორის მოადგილის თანამდებობა დატოვა

ნინო ლომჯარიამ გენერალური აუდიტორის პირველი მოადგილის თანამდებობა დატოვა, - ამის შესახებ ნინო ლომჯარია ფეისბუქის გვერდზე წერს.

ნინო ლომჯარია თანამდებობიდან წასვლის მიზეზს არ აკონკრეტებს, თუმცა შესაძლოა, მისი გადაწყვეტილება ახალი ხელმძღვანელის ზურაბ მექვაბიშვილის დანიშვნას უკავშირდებოდეს.

"მეგობრებო, დღეიდან ვასრულებ მუშაობას სახელმწიფო აუდიტის სამსახურში. მადლობელი ვარ იმ არაჩვეულებრივი გამოცდილებისთვის, რაც ამ სამსახურში შევიძინე, ყოფილი გენერალური აუდიტორის, რომელმაც საქმიანობაში სრული ნდობა და თავისუფლება მომანიჭა, ყველა პროფესიონალის, ვისთანაც ვმუშაობდი, საერთაშორისო ორგანიზაციების და დონორების, რომლებიც ყოველთვის გვერდში გვედგნენ, არასამთავრობო სექტორის, მედიის, პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლების. ამაყი ვარ იმ მიღწევებით, რასაც ჩემი 10 თვიანი მუშაობის პერიოდში მივაღწიეთ ერთად. მჯერა, რომ ვიმუშავე ყველაზე პროგრესირებად და თანამედროვე საჯარო სამსახურში საქართველოში. რაც შეეხება ჩემს მომავალ გეგმებს, იმედია, მომეცემა შესაძლებლობა ვიმუშაო აქტუალურ და საზოგადოებისთვის მნიშვნელოვან საკითხებზე, მზად ვარ ნებისმიერი საინტერესო შემოთავაზება განვიხილო", - წერს ლომჯარია.

ნინო ლომჯარია სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ხელმძღვანელის მოადგილედ 2016 წლის აპრილიდან მუშაობდა.