ეკა ბესელიას ინფორმაციით, 2013 წლიდან დღემდე, საჯარო მოხელეების მხრიდან დაკავებული პირების მიმართ წამების არც ერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა

ეკა ბესელიას ინფორმაციით, 2013 წლიდან დღემდე, საჯარო მოხელეების მხრიდან დაკავებული პირების მიმართ წამების არც ერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ეკა ბესელიას ინფორმაციით, 2013 წლიდან დღემდე საჯარო მოხელეების მხრიდან დაკავებული პირების მიმართ წამების არც ერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა.

ამის შესახებ ბესელიამ ჟურნალისტებს ფონდ „ღია საზოგადოება - საქართველოს“ მიერ წარმოდგენილი, წამებასა და სხვა სახის არასათანადო მოპყრობასთან ბრძოლის კუთხით ბოლო წლების განმავლობაში საქართველოში არსებული სიტუაციების მოკლე ანალიზის კომენტირებისას განაცხადა.

„სულ რაღაც ხუთი წლის წინ ჩვენ სისტემური წამების და არაადამიანური მოპყრობის ყველაზე საშინელი პერიოდი დავძლიეთ და იმ პერიოდიდან ამ ხუთი წლის განმავლობაში, რაც გავაკეთეთ პირველ რიგში იყო ის, რომ პატიმართა რაოდენობა შევამცირეთ. ასევე, სპეციალური კომისია შევქმენით, რომლითაც დავადგინეთ და პარლამენტმა სპეციალური შეფასება მისცა სისტემულ დანაშაულებებს, რომელიც იყო საპატიმროებში. ახალი სტრუქტურაში, რომელიც შეიქმნა მთავარ პროკურატურაში რამდენიმე წლის წინ, ორასზე მეტი ეპიზოდი უკვე დასრულებულია. 190-ზე მეტი ყოფილი საჯარო მოხელე არის უკვე გასამართლებელი და დამნაშავედ ცნობილი სხვადასხვა დროს არაადამიანური მოპყრობის და წამების დანაშაულებეზე. ჩვენ წამების არცერთი ფაქტი არ გვქონია 2013 წლიდან დღემდე საჯარო მოხელეების მხრიდან დაკავებული პირების მიმართ, რაც შეეხება ცალკეულ შემთხვევებს, ამაზე არის ძალიან მკაცრი მონიტორინგი და დაკვირვება“, - განაცხადა ეკე ბესელიამ.