ლას-ვეგასში სროლის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა, ხოლო 24 დაშავდა

ლას-ვეგასში სროლის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა, ხოლო 24 დაშავდა

ლას-ვეგასში, დაუდგენელი პირის მიერ ცეცხლის გახსნის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა, ხოლო 24 დაშავდა.

ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო „როიტერსი“ ადგილობრივი საავადმყოფოს წარმომადგენელზე დაყრდნობით ავრცელებს.

აქამდე გავრცელებული ინფორმაციით, აშშ-ში, ლას-ვეგასში სამორინეს ტერიტორიის მახლობლად უცნობმა პირმა ცეცხლი გახსნა.

ჯერჯერობით დაუდგენელი პირი სავარაუდოდ, Mandalay Bay Hotel-ის კომპლექსის აივნიდან ისროდა. მან ქანთრი მუსიკის ფესტივალზე შეკრებილ ხალხს გაუხსნა ცეცხლი.

პოლიცია მოსახლეობას მოუწოდებს მოერიდონ ინციდენტის ადგილს. სამართალდამცველები ძებნის ოპერაციას ატარებენ.