მარსელში განხორციელებულ ტერაქტზე პასუხისმგებლობა „ისლამურმა სახელმწიფომ“ აიღო

მარსელში განხორციელებულ ტერაქტზე პასუხისმგებლობა „ისლამურმა სახელმწიფომ“ აიღო

საფრანგეთის ქალაქ მარსელში, რკინიგზის სადგურში მომხდარ თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ტერორისტულმა დაჯგუფება „ისლამურმა სახელმწიფომ“ აიღო. ამის შესახებ „როიტერი“ ტერორისტების საინფორმაციო სააგენტო Amaq-ზე დაყრდნობით იუწყება.

„მარსელის რკინიგზის სადგურზე მომხდარ თავდასხმაში, რომლის შედეგად ორი ქალი გარდაიცვალა, „ისლამური სახელმწიფოს“ „ბოევიკია“ პასუხისმგებელი“, - ნათქვამია განცხადებაში.

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, რკინიგზის სადგურზე მამაკაცი გამვლელებს დანით თავს დაესხა. გარდაცვლილია ორი ქალბატონი.

პოლიციამ თავდამსხმელი მოკლა.