მარსელის ტერაქტის შედეგად, ორი ადამიანი გარდაიცვალა

მარსელის ტერაქტის შედეგად, ორი ადამიანი გარდაიცვალა

საფრანგეთის ქალაქ მარსელში, სენ-შარლის რკინიგზის სადგურზე მომხდარ თავდასხმას, რის შედეგადაც, ბოლო მონაცემებით ორი ადამიანი გარდაიცვალა, ტერაქტის კვალიფიკაცია მიენიჭა. 

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, მამაკაცი გამვლელებს დანით თავს დაესხა. გარდაცვლილია ორი ქალბატონი. 

პოლიციამ თავდამსხმელი მოკლა. შემთხვევა ადგილობრივი დროით 13:45 საათზე მოხდა. პოლიცია მოსახლეობას მოუწოდებს, შეძლებისდაგვარად მოერიდონ რკინიგზის სადგურის ტერიტორიაზე გადაადგილებას. ამასთან, დროებით შეწყვეტილია მატარებლების მოძრაობა.