კატალონიაში პოლიციასთან შეტაკებების დროს 340-მდე ადამიანი დაშავდა

კატალონიაში პოლიციასთან შეტაკებების დროს 340-მდე ადამიანი დაშავდა

კატალონიაში დღეს, უკანონო რეფერენდუმის გამო პოლიციასა და ადგილობრივებს შორის შეტაკებების შედეგად 340-მდე ადამიანი დაშავდა. ამის შესახებ კატალონიის ადგილობრივი ხელისუფლება იუწყება. 

„დაშავდა და ტრავმა მიღო 337-მა ადამიანმა, ერთ-ერთი მათგანი უმძიმეს მდგომარეობაშია“, - აცხადებს კატალონიის მთავრობის ოფიციალური წარმომადგენელი ჟორდი ტურული. მისივე ინფორმაციით, ხმის მიცემა ამ დროისთვის საარჩევო უბნების 96 %-ზე მიმდინარეობს.

კატალონიაში დღეს, დამოუკიდებლობასთან დაკავშირებული უკანონო რეფერენდუმი მიმდინარეობს