კატალონიაში უკანონო რეფერენდუმი დაიწყო, რომელიც პოლიციასთან შეტაკებების ფონზე მიმდინარეობს. ამის შესახებ „El Pais“ იუწყება.
ხმის მიცემა ადგილობრივი დროით 09:00 საათზე დაიწყო, პარალეელურად კი ესპანეთის ეროვნულ გვარდიასთან შეტაკებები მოხდა.
სამართალდამცველებმა დაიწყეს სკოლებისა და სხვა დაწესებულებების გათავისუფლება ადამიანებისგან, სადაც რიგ შემთხვევებში, პოლიციას საარჩევნო უბნებიდან ხალხის ძალით გაყვანა უწევს. ამით პოლიცია ესპანეთის საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას აღასრულებს, რომელმაც შეაჩერა კატალონიის პარლამენტის მიერ მიღებული კენჭისყრა, რომელიც 1-ელ ოქტომბერს დამოუკიდებლობის შესახებ რეფერენდუმის ჩატარებას ითვალისწინებს.