სოფელ კუმურდოში შექმნილი ვითარების გამო, ადგილზე შს მინისტრი ჩავიდა

სოფელ კუმურდოში შექმნილი ვითარების გამო, ადგილზე შს მინისტრი ჩავიდა

ახალქალაქში, სოფელ კუმურდოში შექმნილი ვითარების გამო, ადგილზე შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი მღებრიშვილი ჩავიდა. ამის შესახებ ინფორმაცია პირველ არხს შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს.

უწყებაში დამატებით დეტალებზე არ საუბრობენ, თუმცა, არსებული ინფორმაციით, კუმურდოში მინისტრის ჩასვლა ადგილობრივებსა და პოლიციას შორის დაპირისპირებას უკავშირდება.