თურქეთში „ქურთისტანის მუშათა პარტიის“ წევრებთან შეიარაღებული დაპირისპირების შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა

თურქეთში „ქურთისტანის მუშათა პარტიის“ წევრებთან შეიარაღებული დაპირისპირების შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა

ორი სამხედრო და ადგილობრივი უშიშროების სამსახურის ორი თანამშრომელი დაიღუპა აღმოსავლეთ თურქეთის პროვინცია აგრაში „ქურთისტანის მუშათა პარტიის“ წევრებთან შეიარაღებული დაპირისპირების შედეგად. თურქული მედიის ინფორმაციით, უშიშროების სამსახურის კიდევ რვა თანამშრომელი დაიჭრა დოგუბაიაზიტის პროვინციაში მიმდინარე სპეცოპერაციის დროს.

სპეცოპერაცია მას შემდეგ დაიწყო, რაც ქურთი ამბოხებულები ავღანელ ლტოლვილებს თავს დაესხნენ და სამი მიგრანტი მოკლეს, რვა კი დაჭრეს.

 2015 წლის ივლისში, „ქურთისტანის მუშათა პარტიასთან“ კონფლიქტის განახლების შემდეგ, დაპირისპირებას 90-ზე მეტი თურქი პოლიციელი და სამხედრო ემსხვერპლა, ასევე დაიღუპა 300-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე. თურქეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ამ დროის განმავლობაში უსაფრთხოების ძალებმა „ქურთისტანის მუშათა პარტიის“ 10 ათასზე მეტი წევრი გაანეიტრალეს.