მსოფლიო ვარკვლავების ჩამოყვანის ყველა ხარჯი სპონსორებმა გაიღეს

მსოფლიო ვარკვლავების ჩამოყვანის ყველა ხარჯი სპონსორებმა გაიღეს

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ცნობით, მსოფლიო ვარკვლავების ჩამოყვანის ყველა ხარჯი სპონსორებმა გაიღეს. ამის შესახებ სფფ-ს გენმდვივნმა დავით მუჯირმა "აიპრესს", საქველმოქმედო მატჩის დასრულების შემდეგ განუცხადა.

სფფ-ს გენმდივნის განმარტებით, ყველა საორგანიზაციო საკითხი და თანხები სპონსორებისა და პარტნიორებმა დაფარეს.

"არასერიოზულად მიმაჩნია საკითხისადმი ასე მიდგომა, რატომ არ შეიძლებოდა სპონსორისთვის გვეთხოვა, პირდაპირ ქველმოქმედებაში გადაერიცხა ეს თანხა. როდესაც საქველმოქმედო მატჩისთვის დავიწყეთ ზრუნვა, პირდაპირ დავიწყეთ მოლაპარაკებები სპონსორებთან და იმ სტუმრებთან, ვისი მოწვევაც შეიძლებოდა. სპონსორების დახმარებით შევძელით საორგანიზაციო ფინანსური მხარე სრულად დაგვეფარა და გვეჩუქებინა ეს საღამო გულშემატკივრისთვის. საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას არაფერი გადაუხდია მათ აქ ჩამოსაყვანად, ყველა ხარჯი ორგანიზატორებმა გაიღეს და ვფიქრობ, კარგი საჩუქარი გავუკეთეთ საქართველოს", - განაცხადა მუჯირმა

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის მიერ ორგანიზებული საქველმოქმედო მატჩი, GFF XI-სა და მსოფლიო XI-ს შორის, GFF XI -ის გამარჯვებით - 6:5 დასრულდა.

საქართველოში ჩამოსულმა ფეხბურთის მსოფლიო ლეგენდებმა ბორჯომის ტყის აღსადგენად 403 214 ლარი შეაგროვეს.

ბორჯომში ხანძარი 20 აგვისტოს გაჩნდა, რის გამოც ბორჯომის ტყის დიდი ნაწილი დაიწვა.