მზად ვართ, ავითვისოთ ჩინეთთან ორმხრივი ურთიერთობების პოტენციალი

მზად ვართ, ავითვისოთ ჩინეთთან ორმხრივი ურთიერთობების პოტენციალი

მზად ვართ, ავითვისოთ ჩინეთთან ორმხრივი ურთიერთობების პოტენციალი, -ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა სავაჭრო ცენტრ ,,ჰუალინგი თბილისის ზღვის პლაზას" ოფიციალურ გახსნაზე.

მისი თქმით, უკანასკნელ თვეებში ჩინეთთან გაფორმებული სავაჭრო შეთანხმება ისტორიული ხელშეკრულებაა.

,,ჩვენ მივესალმებით რომ საქართველოსა და ჩინეთს შორის ურთიერთობები ძალიან დინამიურად ვითარდება, განსაკუთრებით მისასალმებელია, რომ ბოლო წლების განმავლობაში მნიშვნელოვნად გაიზარდა პირდაპირი ინვესტიციები ჩინეთიდან საქართველოში. ჩინეთი ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთ უმნიშვნელვანეს უმსხვილეს ინვესტორს წამოადგენს და მზად ვართ, ავითვისოთ ჩინეთთან ორმხრივი ურთიერთობების პოტენციალი. სწორედ გამომდინარე იქედან, რომ ჩვენს ქვეყნებს შორის ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავება არის საქართველოს მთავრობის პრიორიტი ,ჩვენ განსაკუთრებულად მივესალმებით იმას, რომ უკანასკნელ თვეებში გაფორმებულ იქნა თავისუფალი სავაჭრო შეთანხმება ჩინეთთან, რაც ვფიქრობთ,  არის ისტორიული ხელშეკრულება", -აღნიშნა კვირიკაშვილმა.

,,ჰუალინგი თბილისის ზღვის პლაზა" ოფიციალურად გაიხსნა. სავაჭრო ცენტრში 400-მდე მაღაზიაა განთავსებული.