გამოკითხვის თანახმად, რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნებზე რესპონდენტთა 67% ხმას ვლადიმერ პუტინს მისცემდა

გამოკითხვის თანახმად, რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნებზე რესპონდენტთა 67% ხმას ვლადიმერ პუტინს მისცემდა

რუსეთში ჩატარებული გამოკითხვის შედეგების თანახმად, საპრეზიდენტო არჩევნები რომ უახლოეს კვირაში ტარდებოდეს, რესპონდენტთა ორ მესამედზე მეტი ხმას ქვეყნის მოქმედ პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს მისცემდა, - ამის შესახებ „რია ნოვოსტი“ იუწყება.

პირველ სამეულში ასევე აღმოჩნდნენ ლიბერალ-დემოკრატიული პარტიის ლიდერი ვლადიმერ ჟირინოვსკი და კომუნისტური პარტიის ლიდერი გენადი ზიუგანოვი.

ფონდ „საზოგადოებრივი აზრის“ მიერ ჩატარებული კვლევის შედეგების მიხედვით, პუტინს ხმას გამოკითხულთა 67%, ჟირინოვსკის - 7%, ხოლო ზიუგანოვს - 4% მისცემდა.

რესპონდენტთა 8%-მა განაცხადა, რომ არჩევნებზე არ წავიდოდა, 2% ბიულეტენს გააფუჭებდა, ხოლო 9%-ს პასუხის გაცემა გაუჭირდა.