კახა კალაძე:  მინდა მადლობა ვუთხრა ყველა იმ ადამიანს, ვინც თანხა გაიღო ბილეთის საყიდლად

კახა კალაძე: მინდა მადლობა ვუთხრა ყველა იმ ადამიანს, ვინც თანხა გაიღო ბილეთის საყიდლად

მინდა მადლობა ვუთხრა ყველა იმ ადამიანს, ვინც მოსული იყო და თანხა გაიღო ბილეთის საყიდლად, - ამის შესახებ ჟურნალისტებს მსოფლიო ვარსკვლავების მონაწილეობით საფეხბურთო მატჩის შემდეგ კახა კალაძემ განუცხადა.

"მინდა მადლობა ვუთხრა ყველა იმ ადამიანს, ვინც მოსული იყო და თანხები გაიღო ბილეთის საყიდლად. ეს იყო საქველმოქმედო შეხვედრა. ეს თანხა მოხმარდება ბორჯომის ხეობაში ტყის აღდგენას. ვფიქრობ, გულშემატკივრებიც ნასიამოვნები დარჩნენ", - განაცხადა კალაძემ.

რაც შეეხება არასამთავრობო ორგანიზაცია „სამართლიანი არჩევნების“ შეფასებას, რომ ამ მატჩში მონაწილეობით კახა კალაძემ საარჩევნო კოდექსი დაარღვია, კალაძემ ასეთი კომენტარი გააკეთა: "მომიკითხეთ".

მსოფლიო ფეხბურთის ვარსკვლავებს შორის საქველმოქმედო მატჩი "მსოფლიო XI -ის" სასარგებლოდ ანგარიშით 6-5 დასრულდა. შეხვედრა „დინამო არენაზე“ გაიმართა და მასში მსოფლიოში სახელგანთქმულ ფეხბურთელებთან ერთად ქართველმა ფეხბურთელებმაც ითამაშეს.

მატჩში გოლები შემდეგმა ფეხბურთელებმა გაიტანეს: GFF XI - ალექსანდრე იაშვილი, კაფუ, კევინ კურანი, გიორგი დემეტრაძე და ანდრეი შევჩენკო; "მსოფლიო XI": ლუკა ტონი (დუბლი), მიჩელ სალგადო, რივალდო, ფრანჩესკო ტოტი და მარკო დელვეკიო. მატჩიდან შემოსული თანხა მთლიანად ბორჯომის ხეობაში ხანძრის შედეგად განადგურებული ტყე-პარკის აღდგენას მოხმარდება. ამ მიზნით 403 214 ლარი შეგროვდა.