პირველი არხის ინფორმაციით, ევროსაბჭოს საპარლამენტთაშორისო კომიტეტზე ევროსასამართლოში საქართველოდან წარდგენილი მოსამართლეობის კანდიდატები მოიწონეს.
ევროსაბჭოს საპარლამენტთაშორისო კომიტეტზე გასაუბრება დღეს გაიმართა.
საქართველოდან ევროსასამართლოში სამი კანდიდატურა იყო წარდგენილი: ლადო ჭანტურია, ლალი ფაფიაშვილი და ოთარ სიჭინავა.
კონკურსის მეორე ეტაპზე საპარლამენტთაშორისო კომიტეტის წევრები გასაუბრებისას ერთ ან ორ კანდიდატს შეარჩევენ. კომიტეტის წევრების მიერ შერჩეულ კანდიდატებს ან კანდიდატს მესამე ეტაპზე ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე უყრიან კენჭს, რის შემდეგაც საქართველოს სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს საქართველოდან 9 წლის ვადით არჩეული ახალი მოსამართლე ეყოლება.
ამასთან დაკავშირებით 20:00 საათზე იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი განცხადების გაკეთებას გეგმავს.